ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ ცოტა ხნის წინ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ნდობისთვის და გურია ნიუსის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
“მადლობა ჩვენს მხარდაჭერებს, კოორდინატორებს, “ქართული ოცნების” გუნდის წევრებს ნდობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ახალგაზრდებს ასეთი ჩართულობისთვის. ჩვენ მოვიგეთ დიდი უპირატესობით და შემდეგი 4 წელი იქნება ოზურგეთისთვის აღმშენებლობის და განვითარების წლები”, _ განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე _ როგორც კონსტანტინე შარაშენიძე თვლიდა, ოზურგეთში წინასაარჩევნო გარემო არათანაბარი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა. როგორ ფიქრობთ, ჩატარდა თუ არა არჩევნები თანაბრად კონკურენტულ გარემოში?_ თალაკვაძემ უპასუხა, რომ კოტე შარაშენიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ოზურგეთმა უარი უთხრა.
“ეს არის, ცალსახად სიცრუე. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ კოტე შარაშენიძე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მთელი ძალით ებღაუჭებოდა სკამს, რომ დარჩენილიყო მერიაში, თუმცა ოზურგეთმა უარი განუცხადა მათ. რადგან ოზურგეთს სჭირდება განახლება. მომდევნო 4 წელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქნება განახლებისა და აღმავლობის წლები, _ განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
[sexy_author_bio]