83 წლის ჯემალ კეჭაყმაძე მთელი ღამის განმავლობაში უფასოდ მომემსახურება მრევლს, ამის შესახებ ბატონი ჯემალის შვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ტრადიცია არ დაარღვია ჩემმა 83 წლის მამამ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გამოეწერა საავადმყოფოდან, ღვთის შეწევნით შეძლო მრევლს მოემსახუროს და სიხარულით შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მთელი ღამის განმავლობაში უფასო ტაქსი თქვენს სამსახურშია”, _ დაწერა თეა კეჭაყმაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.