“მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები სოფლებში”, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ცნობით, გზების გაწმენდა ახლაც გრძელდება.
„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ჭანიეთის, მაკვანეთის, ლიხაურის, ასკანის, მთისპირის, ლაითურის, შემოქმედის გზები. ჭარბი ნალექის გამო, მუნიციპალიტეტში, გზები ისევ გასაწმენდია. დილიდან, ინტენსიურ რეჟიმში მუნიციპალური ტექნიკა გზების წმენდას აგრძელებს, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომელიც დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს,“ _ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
ფოტო: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია