ოზურგეთში, მთისპირისა და ჯუმათის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების სრული გაზიფიცირება მოხდება.
შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობამ N1716 განკარგულებაში უკვე შეიტანა. მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულიდან, ხოლო ჯუმათი, ძირიჯუმათი, ბოგილი, იანეთი ჯუმათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მთავრობის განკარგულების თანახმად სრულად გაზიფიცირდება. განკარგულებაში ასევე, დამატებულია გოგიეთი და დვაბზუს ნასაკირალის უბანი.