გაუწმენდავი გზები, ჩანგრეული სახლები და დამხმარე ნაგეობები, გათიშული ელექტროენერგია, წყალი, ინტერნეტი _ ამგვარია ვითარება გურიის ბევრ მაღალმთიან სოფელში.
მთისპირი ოზურგეთის მაღალმთიანი სოფელია. აქ უხვი თოვლი უჩვეულო არაა, მაგრამ წლევანდელმა ზამთარმა კრიტიკული ვითარება შექმნა.
მთისპირში სასოფლო გზებს “ბახვიჰესის“ ბულდოზერი ინტენსიურად წმენდს, პროექტის ადგილზე მყოფი თანამშრომლები მზად არიან, დაეხმარონ მოსახლეობას, რომ გარე სამყაროს არ მოწყდნენ და გზა არ ჩაიკეტოს.