NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს.
დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისება ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თავიდან მთვარეზე უპილოტო კოსმოსურ აპარატებს გაგზავნიან, შემდეგ კი ასტრონავტებს. ინტერნეტი დედამიწასთან მათ კავშირს უზრუნველყოფს.
გეგმის თანახმად, ასტრონავტები მთვარეზე დიდი ხნით დარჩებიან, მათ მიერ შეგროვილი მონაცემების გადმოსაცემად კი არსებული რადიოარხების სიმძლავრე საკმარისი არ იქნება. პროგრამა „LunaNet“ მთვარის ზედაპირზე კავშირის გადამცემი რამდენიმე კვანძის განთავსებას ითვალისწინებს. დედამიწის WiFi-სგან განსხვავებით ის უფრო მდგრადი იქნება, ამასთან, კვანძები შეგროვილი ინფორმაციის შენახვასაც შეძლებენ.
2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის იანვრამდე მთვარეზე უპილოტო კოსმოსური აპარატი „Artemis-1“ გაემგზავრება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი თანამგზავრზე ასტრონავტები გაფრინდებიან.
[sexy_author_bio]