მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გარდაცვლილია მესამე მგზავრიც.
ცნობილია, რომ მიკროავტობუსში 9 მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. შემთხვევის შედეგად დაიღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
მიკროავტობუსს ნივის მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ის 70 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“მოვდიოდი გუდაურის მიმართულებით, წინ მიდიოდა აღნიშნული ნივა, მომიჭრა გვერდიდან დავარტყი და დარტმის შედეგად მე ინერციის შედეგად მარცხნივ გადავვარდი. მე არაფერი ვიცი, ჩემი ალკოტესტი ჯიბეში მაქვს, თამამად შემიძლია წარმოგიდგინოთ, რომ ნასვამი არ ვიყავი. ხრამში გადავიჩეხეთ მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ სწორად ჩავსულიყავი, მაგრამ გადატრიალდა მანქანა და ორიენტაცია მეც დავკარგე და იმ ხალხმაც, უკან რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ რომ გადმოვედი მანქანიდან ერთი პატარა ბიჭი ადგილზე იყო დაღუპული და ერთი ქალბატონი იყო,”– თქვა მიკროავტობუსის მძღოლმა.
რაც შეეხება შემთხვევის შედეგად დაშავებულ 6 ადამიანს, ყველა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.
წყარო: მთავარიტვ