მტკვარზე სამძებრო სამაშველო განახლდა. მაშველები დაკარგულ ძმებს უკვე მეორე დღეა ეძებენ. წმინდა ბარბარეს უბნიდან გაუჩინარებული ძმებიდან ერთი 20-ის, მეორე კი 25 წლის არის.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა, მეგობრებმა კი მათი დახმარება ვერ შეძლეს.
თითქმის 6 საათიანი სამძებრო სამუშაოები გუშინ უშედეგოდ დასრულდა, სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა 20-მა მაშველმა ძმების პოვნა ვერ შეძლეს.