ქარელის სოფელ სამწვერისში, მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი გუშინ მდინარე მტკვარზე თევზაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მყვინთავები დაკარგულ პიროვნებას 2 დღე ეძებდნენ.