50 წლის ასაკში გარდაიცვალა მალხაზ ხარბედია ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, მეღვინე, „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ და „არილის“ მთავარი რედაქტორი, გაზეთ „მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი.
მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას “არილი” ავრცელებს.




























































