სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ მემუარებს დაწერს. იგი გამომცემლობის შეთავაზებას დათანხმდა და განაცხადა, რომ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს დაწერს.
მემუარები, რომელსაც „Penguin Random House“-ის გამომცემლობა დაბეჭდავს, სავარაუდოდ, 2022 წლის მიწურულისთვის გამოიცემა, მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა კი საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება
გამომცემლობის განცხადებით პრინცი ჰარი პირველად გაუზიარებს ხალხს საკუთარ გამოცდილებას, თავგადასავლებს და იმ ცხოვრებისეულ დანაკარგებსა და გაკვეთილებს, რომლებმაც მისი პიროვნება ჩამოაყალიბეს.
წიგნი რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გამოიცემა ბეჭდურ და ციფრულ ფორმატებში, მოგვიანებით კი, აუდიოწიგნის სახითაც გამოქვეყნდება.
[sexy_author_bio]