მცხეთის ჯვრის წინამძღვარი იღუმენი კონსტანტინე ჯინჭარაული განმარტავს, თუ რატომ მიიღო ჯვრის მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება. მან ამის შესახებ “რუსთავი 2”-თან ისაუბრა. იღუმენი ამბობს, რომ მან ხელისუფლების წარმომადგენლებისგან წლების განმავლობაში ცრუ დაპირებები მიიღო და პრობლემა არასდროს გადაიჭრა.
“21 წელია აქ ვარ. რაიმე ბიზნეს ინტერესი რომ გვქონდეს, ვერ გავაკეთებდით? კაპიტალურად მოვაწყობდით.
მორჩილებს ვუთხარი, თუ რამეს გკითხავენ, უპასუხეთ: დაკეტილია ტაძარი და მიზეზი იცის მცხეთის მერმა. რატომ მიგვიყვანეს ამ ზომამდე? ორი წელია ვითხოვთ. უმოქმედობას ვაბრალებ. ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ ეს ინფორმაცია. ვერაფერი ვერ მოწესრიგდა. გარემოვაჭრეებმა კანონი უნდა შეასრულონ. კანონით ეს აკრძალულია“, – განაცხადა კონსტანტინე ჯინჭარაულმა.
მისი თქმით, საპატრიარქო ამ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.