გურულების იუმორი რომ მთელ ქვეყანაზე გამორჩეულია, დიდი დამტკიცება არ სჭირდება. “გურია ნიუსი” ამის კიდევ ერთ მაგალითს გთავაზობთ:
“ოზურგეთის ავტოსადგურზე თბილისში მიმავალ მიკროავტობუსში ჩავჯექი,რამდენიმე წუთში შუა ასაკის ქალი მოვიდა და მარშუტკასთან მდგარ მამაკაცს ჰკითხა: -რგოლს რო გასტები და მეორე შესახოვი რომაა გამოგყობი იქობამდე ხომ შეიძლებაო, მამაკაცის პასუხი: მაი მიტიებული სახლი რომაა იქინე ამბობ თუ მაგას რო გასტები მერეო,ქალმაც უფრო დეტალურად დაიწყო ახსნა…ჰოდა ასე ნახევარსაათიანი დიალოგის შემდეგ ქალმა დაღლილი ხმით იკითხა- მიხვტი ბოლო-ბოლო და წამოგყვე თუ რაფერ მევიქცეო. გურულმა კაცმა ხელები გაშალა და ერთი ტონით ხმამაღლა უპასუხა – რა ვიცი ქალბატონო მუა შოფერი და მაგას დეელაპარიკეო….”_ წერს ლატა ბენდელიანი სოციალურ ქსელში.