“პირველი მერცხალი-მაიკო შაინიძე; ყველგან და ყველაფერში წარმატებული-ლუკა ჩხიკვაძე; ჭკვიანი, დიდი სახლის პატარა დიასახლისი მაიკო კუტუბიძე; ნიკა, ჩემი სასახელო ნიკა ჭელიძე; უსაყვარლესი გიო კალანდაძე, ალეკო ანთაძე-უნიჭიერესთა შთამომავალი… მადლობა, რომ ასეთები ხართ!

მუდამ წარმატებებით გევლოთ”, _ წერს სოციალურ ქსელში თავისი მოსწავლეების მიერ ეროვნულებზე მიღებული შედეგით გახარებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ჟღენტი.
































































