ქობულეთის მუნიციპალიტეტოს სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში კობა სუბელიანმა გაავრცელა.
ფაქტი “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული და გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, განყოფილების უფროსს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა.
გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.