ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს, ამოეხსნათ მუმიფიცირების ძველეგვიპტური მეთოდის უმთავრესი საიდუმლო. ამ საიდუმლოს ამოხსნამ თანამედროვე მუმიფიცირება, შესაძლოა, სრულიად სხვა სიმაღლეებზე აიყვანოს.
ძველეგვიპტური მუმიფიცირების ხელოვნების გამოკვლევის შესახებ უამრავი შრომა, უამრავი მოსაზრება არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, თუ როგორ ახერხებდნენ ძველეგვიპტელი ქურუმები უნიკალური შედეგების მიღწევას.
ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, მთავარ საიდუმლოს სახვევები წარმოადგენს, რომლებიც, არც მეტი, არც ნაკლები, ნავთობის ფისით იყო გაჟღენთილი. ამ ბუნებრივ პროდუქტს უნიკალური თვისებები აღმოაჩნდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ასეთი უნიკალური თვისებები ახლო აღმოსავლეთში არსებული ნავთობის ფისს აქვს. შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეცნიერებმა იმ ნივთიერების აღმოჩენაც შეძლონ, რომელსაც ჯერ კიდევ ძველეგვიპტელი ქურუმები იცნობდნენ.