ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი ტვიტერში საქართველოს შესახებ პოსტს აქვეყნებს.
მუნი აღნიშნავს, რომ საქართველო ამერიკის ძლიერი მოკავშირეა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ზრდას შედეგად განვითარება და ინვესტიციები მოაქვს.
კონგრესმენი საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ განცხადებასაც ეხმაურება.
„ვამაყობდი, როდესაც საქართველოს მაღალი შეფასებები ვნახე, იმ ქვეყნის, სადაც მოგზაურობა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სერვისების კომიტეტში მოღვაწეობის ფარგლებში მომიხდა“, – წერს ალექს მუნი.