თბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს.
ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.