მუნიციპალიტეტები საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს. მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება მომღერალ ოთარ ნემსაძეს 15 000 ლარს გადაუხდის.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ოთარ ნემსაძემ კონცერტი 28 მაისს უნდა გამართოს.
“როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთა გაერთიანებული ბოლო ზარის ღონისძიება, რაც მოსახლეობის დიდ ინტერესს იწვევს.
გამომდინარე იქიდან, რომ ოთარ ნემსაძეს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება როგორც შემსრულებელს, შესაბამისად არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად“, – განმარტებულია შესყიდვის საჭიროებაში.
მსგავსი შესყიდვა განახორციელა კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტმა, მათ შორის ზუგდიდის, წყალტუბოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტმა.
ვრცლად: bm.ge



































































