მონო-სპექტაკლით „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ ლანჩხუთს რუსთაველის თეატრის მსახიობი მურმან ჯინორია სტუმრობდა.
ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა კულტურის სახლის სცენაზე ქართველი პოეტების: შოთა ნიშნიანიძის, მურმან ლებანიძის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, მიხეილ ქვლივიძის, ჯანსუღ კახიძის და გალაკტიონის ლექსები წაიკითხა. ასევე, შედევრები ქართული ხალხური პოეზიიდან. მსახიობმა ერთი ლექსი კი ცალ თვალზე ხელაფარებულმა წაიკითხა, რასაც სოციალურ ქსელში ლანჩხუთელთა მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.
„ლანჩხუთის კულტურის სახლში მურმან ჯინორიამ დიდი ხნის წინ დაანონსებული პოეზიის საღამო გამართა, რომელიც “გავრილოვის ღამეს” დარბეულ და დასახიჩრებულ ახალგაზრდებს მიუძღვნა. ერთი ლექსი კი ცალ თვალზე ხელაფარებულმა წაიკითხა. მადლობა მას ამ ღირსეული სამოქალაქო პოზიციისთვის!“ _ წერს ფეისბუქგვერდზე გამგებლის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი.