ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ის თუ რამდენად მოქმედებს მუსიკა ადამიანის ხასიათზე ან პირიქით, ბევრი მკვლევარი აღნიშნავს იმას რომ რაც უფრო მძიმე მუსიკას უსმენს ადამიანი მით უფრო დინჯი და წყნარია. როცა საშუალება გაქვს დაგროვილი, ემოციები (დადებითი ან უარყოფითი) გარეთ ისე გამოუშვა რომ სხვას ამითი ზიანი არ მიადგეს თავის თავად ძალიან წყნარი და ანგელოზი ჩანხარ, სხვები თუ ამას მეზობლების გინებით ან ცემით ახერხებენ შენ უბრალოდ ჩართავ მუსიკას და იგივე ემოციას თუნდაც თავის ქნევით ხარჯავ.
სულ ახლახანს ედინბურგის ინსტიტუტის მკვლევარებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს, მათ დაახლოებით 36 000 მსმენელი გამოკითხეს რათა დაედგინათ მათი მუსიკალური გემოვნების და ხასიათის თანხვედრა და აი ასეთი შედეგები მიიღეს:
ინდი როკის მსმენელი – მათი თვითშეფასება დაბალია. არასაკმარისად მიზანდასახულები არიან, თუმცა ძალიან კრეატიულები.
რეპის მსმენელი – თვითშეფასების ნაკლებობით არ იტანჯებიან და პირიქით – ხშირად ძალიან ეგოისტებიც კი არიან, ასევე მათ უყვართ გართობა და ძალიან კომუნიკაბელურები არიან.
საცეკვაო მუსიკა – მათაც უყვართ გართობა თუმცა ისინი ნაკლებად ეგოისტურები და კომუნიკაბელურები არიან.
როკ & როლი–ის მსმენელი – ძალიან კრეატიულები, თვითკმაყოფილები, ურთიერთობაში უბრალოები და შრომისმოყვარეები არიან.
კლასიკური მუსიკის მსმენელი -მათ არ უყვართ ხალხმრავალი წვეულებები, ძალიან გაწონასწორებულები და მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები არიან.
რეგის მსმენელი – კრეატიულები, კეთილები, კომუნიკაბელურები მაგრამ ზარმაცები არიან.
მეტალის მსმენელი – წყნარები, არ უყვართ ცეკვა და მსგავსი გართობა, კრეატიულები, ნაკლებად კომუნიკაბელურები, მაღალი თვითშეფასებით.