მუსლიმი თემის წარმომადგენლები ჩოხატაურის მერიაში შესვლას ცდილობენ, მაგრამ პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.
ისინი კითხულობენ, შესაძლებელია თუ არა მოქალაქეები მერს შეხვდნენ.
როცა მერიის შენობაში შესვლა ვერ შეძლეს, მოითხოვეს, რომ გამოვიდეს ირაკლი კუჭავა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს იმის გამო, რომ მოატყუა.
მათი თქმით არავითარი შეთანხმება არ მომხდარა.