ამ წუთებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, მუსლიმთა სალოცავ სახლთან ხალხია შეკრებილი. აქ არიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სოფლის მოსახლეობა და მათი გულშემატკივრები. ისინი ლოცვის დასრულებას ელოდებიან, რომ შემდეგ სოფელში დაპირისპირებულ ორ მხარესა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართოს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved