დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა.
პროკურატურა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარზე განსაზღვრა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქმა პატიმრისთვის განკუთვნილი ადგილიდან სასამართლო დარბაზში ადვოკატებთან გადაინაცვლა.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირი. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ამ დრომდე, წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა.
1TV.GE