ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი ღონისძიება შედგა.
_მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლიდან მუზეუმების საბჭოს მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. ჩვენს დღეს ისტორიულ მუზეუმში, ღონისძიებას “პირველი ევროპული სალონი გურიაში“ სკოლის მოსწავლეები წარმოგიდგენთ, _ თქვა მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმისას სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, ლანა ქავთარაძემ.
მან ასევე ისაუბრა მომავალი საქმიანობის შესახებ, მუზეუმის მიზნებსა და ამოცანებზე.
პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე- მარიამ კვერღელიძემ, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად გააცოცხლეს მე-19 საუკუნის მამია გურიელის სასახლის კარზე გამართული სალონური საღამოები.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ავტორი