სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მზა კერძების მწარმოებელ შპს „ფუდ გალერის“ არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარა. სახელმწიფო კონტროლის საფუძველი 36 მოქალაქის საკვებით მოწამვლის ფაქტი გახდა.
ინსპექტირებისას ობიექტზე უმძიმესი, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი დაუყოვნებლივ შეუჩერდა.
კომპანია კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. ამ დროისთვის ლაბორატორიაში გადაგზავნილია იმ კერძების ნიმუშები (ფლოვი, ომლეტი, ბოსტნეულის კოქტეილი და ტირამისუ), რომელთა მირთმევის შემდეგაც მოქალაქეები ინტოქსიკაციის სიმპტომებით საავადმყოფოებში აღმოჩნდნენ. პარალელურად, მიმდინარეობს საწარმოს პერსონალის ლაბორატორიული კვლევაც, რათა დადგინდეს ინფექციის ზუსტი წყარო.


































































