ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მოუწოდა თავის ქვეყანას, რომ მზად იყოს ბირთვული შეტევის შეკავებისთვის. მან დაადანაშაულა აშშ და სამხრეთ კორეა სამხედრო წვრთნებში ამერიკული ბირთვული აქტივების გამოყენებაში.
კიმმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ, გააკეთა, რაც ჰერმიტების სამეფომ კვირას ზღვისკენ მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სამხრეთ კორეისა და იაპონიის შეფასებით, რაკეტა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფრინდა და აღმოსავლეთ სანაპიროს ზღვაში დაეშვა. რაკეტამ გაიარა დაახლოებით 800 მილი.
კიმმა, რომელიც მეთვალყურეობდა ტესტირებას, თქვა, რომ წვრთნებმა გააუმჯობესა სამხედროების რეალური საომარი შესაძლებლობები და ხაზი გაუსვა საჭიროებას, უზრუნველყოს მისი მზადყოფნა ნებისმიერი “დაუყოვნებელი და აბსოლუტური ბირთვული კონტრშეტევისთვის” ასეთი წვრთნების მეშვეობით.
მისი განცხადებით, ჩრდილოეთს “სასწრაფოდ” ესაჭიროება ბირთვული ომის შეკავება ექსპონენციალურად, რადგან მტრები “უფრო გამოხატავენ აგრესიულ ნაბიჯებს” მისი ქვეყნის წინააღმდეგ.