უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ითანამშრომლოს შსს მინისტრ არსენ ავაქოვთან, რომელთანაც 2015 წელს სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა _ ეროვნული საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე ავაქოვმა სააკაშვილს წყლიანი ჭიქა ესროლა.
სააკაშვილის თქმით, ახლა პირადი კონფლიქტების დრო არ არის:
„საერთო საქმის გამო, მზად ვარ, ნებისმიერს შევუთანხმდე“, _ თქვა სააკაშვილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველა ერთად უნდა იმოძრაოს წინ, „თორემ მოახლოებული ცუნამი თითოეული უკრაინელის კეთილდღეობას დაანგრევს“.