ოზურგეთში მცხოვრები მალხაზ ჩიჩუა საჭიროებიდან გამომდინარე მზად არის ოზურგეთელ ექიმებს და ექთნებს მანქანით მოემსახუროს.
“ვაქვეყნებ წერილს, რომელიც ჩემმა უცნობმა ადამიანმა და უკვე მეგობარმა მომწერა, აი ასეთი მაგარი ხალხი ცხოვრობს საქართველოში და გურიაში, ყველაფერი კარგად იქნება.
ბატონო დავით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იქ სადაც აუცილებელი არ იქნება სპეც სამედიცინო ტრანსპორტის გამოყენება მზად ვარ უსასყიდლოდ ვემსახურო ჩვენს გმირ მედ პერსონალს ნებისმიერ დროს გადაადგილებაში, რათა მათ ჰქონდეთ შრომისა და დასვენების პირობები. ჩემი მისამართია ოზურგეთი რუსთაველის ქუჩა#-6/7. ავტომობილი ნისან მიკრა სახელმწიფო ნომრით ცც 795 Gც. ტელ.568656392 თუ ჩათვლით რომეს მცირედი დახმარება მისაღები იქნება თქვენთვის გთხოვთ მაცნობოთ პატივისცემით მალხაზ ჩიჩუა.“ – წერს სოციალურ ქსელში “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დათო მდინარაძე.