„მეგობრებო და მოხალისეებო ვინც გურიისკენ მოდიხართ. ჩვენთან ფერმაში შეგვიძლია დაგასვებოთ, გაგათვოთ და დაგაძინოთ. საჭმელის მომზადებაც შეიძლება ჩვენთან მოხალისეებისთვის და მოკლედ მზად ვართ მოხალისეების ბაზად გადავაქციოთ ჩვენი ფერმა ამ დღეების განმავლობაში. მოგვწერეთ ვინც ორგანიზებულად მოდიხართ და მზად ვართ დაგეხმაროთ“,-წერს სოციალურ ქსელში ფერმა „ოდაში“, რომელიც ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში მდებარეობს და გურიაში მოსახლეობის დასახმარებლად წამოსულ მოხალისეებს მიმართავს.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved

































































