საარჩევნო მარათონის ფარგლებში, „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, თავის გუნდთან ერთად, ოზურგეთში თავის მომხრეებსა და ამომრჩევლებს შეხვდება.
დღეს, ქალაქ ოზურგეთში დაიწყო სცენის დადგმა. ამ დროისთვის გადაკეტილია ე.წ. თეატრალური მოედანი.
როგორც „ქართული ოცნების” პრესსამსახურში გვითხრეს, 31 აგვისტოს დაგეგმილია, ასევე, ქართველი მომღერლების კონცერტი.
მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ შეხვედრას სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ- ერთი ლიდერი, ბესო ქათამაძე: ივანიშვილი 31 აგვისტოს ჩამოდის ოზურგეთში, რის გამოც 3 დღით ადრე დაკეტეს ქუჩა.