ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდასთან ერთად იზრდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რაოდენობაც, სადაც შეზღუდვებია დაწესებული.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა განუცხადა, მისი ინფორმაციით, დღის ბოლომდე მოსალოდნელია რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ამ დროისთვის კი მდგომარეობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ასეთია:
ქვემო ნატანების, შრომის, ციხისფერდის, ნომერ მესამე საჯარო, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის, ზემო ნატანების სკოლებში წერტილოვანი შეზღუდვებია დაწესებული. გარდა ამისა, წერტილოვანი შეზღუდვები გრძელდება ნომერ პირველ, მეორე, თხინვალის, ხრიალეთის და ბახვის საჯარო სკოლებში. რაც შეეხება მეოთხე საჯარო სკოლას, ისევ დისტანციურ საგანმანათლებლო რეჟიმზეა გადაყვანილი.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც არის დაწესებული როგორც სრულად დისტანცირებული რეჟიმი, ასევე წერტილოვანი შეზღუდვები.
2 კვირით დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანილია პირველი ბაღი, მეოთხე ბაღის ერთი ჯგუფი, მეშვიდე ბაღი, ნომერი მეცხრე ბაღის ერთი ჯგუფია დახურული. 2 კვირით შეჩერებულია სააღმზრდელო პროცესი ჭანიეთისა და ცხემლისხიდის საბავშვო ბაღებშიც.