ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ განუცხადა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ქუტიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ინფიცირების ასეთი მატება კოვიდრეგულაციების არ დაცვას და როგორც ზღვისპირა, ასევე თბილისიდან ოზურგეთში ჩასვლას უკავშირდება.
„იყვნენ ბათუმში, ურეკში, დაბრუნდნენ და დაუფიქსირდათ ინფიცირება. ჩამოვიდნენ თბილისიდან და აღმოაჩნდათ კორონავირუსი“,_ გვითხრა ქუტიძემ.
ქუტიძის თქმით, ინფიცირების შემთხვევები სხვადასხვა სოფლებში ფიქსირდება.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 677 შემთხვევა. კოვიდპაციენტებიდან 128 სტაციონარში, 197 საკარანტინე სივრცეში, ბინაზე კი 352 მკურნალობს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 5635 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 4930 პაციენტი, გარდაცვლილია 67.
[sexy_author_bio]