ოზურგეთში ეპიდვითარება მზარდია. გასულ 24 საათში კოვიდინფიცირების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია კოვიდინფიცირების 1027 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 208, საკარანტინე სივრცეში 291, ბინაზე კი 528 პაციენტი მკურნალობს.
სულ კი გამოვლენილია კოვიდინფიცირების 6894 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 5792 ადამიანი, გარდაცვლილია 75.
[sexy_author_bio]