ოზურგეთში ეპიდვითარება მზარდია. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 7528 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6791 პაციენტი, გარდაცვლილია 78.