ოზურგეთში ეპიდვითარება მზარდია. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია კოვიდინფიცირების 438 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 86, საკარანტინე სივრცეში 121, ხოლო ბინაზე 231 პაციენტი მკურნალობს.
სულ კი დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 5355 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4822 პაციენტი, გარდაცვლილია 67.