ოზურგეთის ცენტრში დასრულდა საახალწლო ნაძვის ხის აღმართვა. ხოლო საღამოს ქალაქი ილუმინაციებიც მოირთო.
ახლა აქ, მთავარ მოედანზე, „ჭადრების ბაღში“ გამალებით მუშაობენ, რომ ახალ წლამდე დასრულდეს ამ სივრცის რეაბილიტაცია და განახლება.
_თუ წვიმა არ წამოგვეწია, აუცილებლად დავასრულებთ. მზე გვწყალობს და ვჩქარობთ. თან ბალახის მწვანე საფარსაც ვაგებთ. მთავარი მიზეზი, უფრო რამაც დაგვაბრკოლა, ცუდი ამინდები იყო, – გვითხრეს სამუშაოების შემსრულებლებმა, რომლებიც ფილების ჩაწყობასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, ცალკეულ ლოკაციებად, ბალახის მწვანე საფარსაც აგებენ.
ავტორი