გურიაში, სადაც წვიმა წელიწადის არცერთ დროს არ უკვირთ, წლევანდელი გაზაფხულ-ზაფხული ამ მხრივ მაინც „გულ უხვი“ გამოდგა. თითქმის, ყოველდღე წვიმს…
_რამ გადარია ბუნება, ყოლისფერი გადარეულია და არაა გასაკვირი… წვიმა გაუდმებით ისე გვესხმის თავს, თურქი და ოსმალო არ დატაკებია ასე, მგონი, გურიას, ომიანობის დროს. მარა, ეს დალოცვილი ბუნება მაინც თავისას შვება. მთავარია, შენც შეაშველო ხელი. აფერი უჭირს ბაღჩა -ბოსტანს, _ ასეთია დილაადრიან სამუშაოდ გამოსული გურულების დიალოგი.
დღეს, წუხანდელი თავსხმა წვიმის შემდეგ, ოზურგეთს მზემ მაღლით დახედა. თუმცა, ადგილობრივები კვლავ წვიმის მოლოდინში არიან და ერთმანეთს განსაკუთრებული სიყოჩაღისკენ მოუწოდებენ, „ყანას და ბაღ-ბოსტანს მივხედოთ, რაცხა ძაან „გააგდო “ ამ უამინდობამ და გასაჭირმა ფეხქვეშ არ გაგვიგდოსო“…
ავტორი