ჩემი პატიმრობა არის რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება…სინათლე არ უნდა ჩაქრეს! ბოლომდე! გამარჯვებამდე “, – თქვა “მედიაჩეკერის” ინფორმაციით, მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.
ის თავის სიტყვას დარბაზიდან, ადვოკატის, მაია მწარიაშვილის გვერდით მჯდომი ამბობს. მზია ამაღლობელს სააპელაციო სასამართლოში მინით შემოსაზღვრული სივრცის დატოვების შესაძლებლობა მიეცა.
ამ წუთებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის საჩივარს განხილავს. მზია ამაღლობელის ადვოკატები იმ განაჩენს ასაჩივრებენ, რომლითაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


































































