“ბათუმელების” დამფუძნებლოს მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით ადვოკატმა სასამართლოში შუამდგომლობა შეიტანა.
“ეს საქმე თავისი შინაარსობრივი ნაწილით არის უკანონო და ვცდილობთ, ეს უკანონობა დავასრულოთ”,_ განაცხადა მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა გიორგი ხიმშიაშვილმა მედიასთან.
ინფორმაციისთვის, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს – ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯერ „გაიფიცე“ სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ უკვე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
14 იანვარს ბათუმის რაიონულმა სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, მისი ბრალი კი ასე ჩამოყალიბდა: „პოლიციელზე თავდასხმა“, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი შიმშილობს და ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.