ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის გრიგოლ ბესელიას გამოკითხვა დასრულდა. მზია ამაღლობელის საქმის შემდეგი სხდომა 8 მაისს გაიმართება, გამოიკითხება ირაკლი დგებუაძე.
როგორც “პუბლიკა” იუწყება, განისაზღვრა შემდგომი სხდომების თარიღებიც:16 მაისი, 29 მაისი, 9 ივნისი, 20 ივნისი. ყველა სხდომა 13:00 საათზე დაინიშნა.
ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დღეს უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას გამოკითხვა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.

































































