ხვალ, რუსთავში, N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებას “ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
“მეგობრებო, ხვალ მზიას ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ
ბევრი უნდა ვიყოთ, რომ ციხის სქელ და ყრუ კედლებში შეაღწიოს ჩვენმა მხარდაჭერამ. მერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ხვალ, პარასკევს, 17 იანვარს, 14:00 საათზე, რუსთავში, N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებასთან, ჟურნალისტები, მედიის პროფესიული და უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები გავმართავთ აქციას, რუსული რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი კოლეგის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად”. _ დაწერა სოციალურ ქსელში “მთის ამბების” რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.