ასტრონომებმა მზესთან ახლოს აღმოაჩინეს ობიექტი, რომელიც ადამიანის მიერ არის შექმნილი. მას სახელიც დაარქვეს 2014KQ.
ობიექტი ვარსკვლავის ირგვლივ 1,04 წელიწადის ტოლი პერიოდით ბრუნავს. მისი ფორმისა და ორბიტის დახრილობის გამო იგი ასტეროიდი ეგონათ, მაგრამ მოგვიანებით, გამოითქვა მოსაზრება, რომ 2014KQ გაკეთებულია დედამიწაზე. სპექტრალურმა ანალიზმა აჩვენა მასზე ტიტანის ორჟანგის არსებობა.
ამას წინათ ხელით შექმნილი ობიექტი გამოჩნდა დედამიწიდან დაშორებულ კოსმოსის რაიონში – ასტეროიდების მთავარ სარტყელში. აპარატი DAWN ასტეროიდებთან ერთად იბრუნებს მზის ირგვლივ და ასტრონომებს მონაცემებს მიაწვდის თავის სარტყელში მბრუნავი უმსხვილესი ობიექტების – ჯუჯა პლანეტა ცერერასა და ასტეროიდ ვესტეს შესახებ.
ავტორი