პროექტ „საკვირაოს” ფარგლებში, „მზიურის კაფემ” პატარებისთვის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის პირველი ნაწილი რაგბსა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესს დაეთმო, მეორე ნაწილში კი პატარები ფიროსმანის შემოქმედებას გაეცნენ და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ.
ამით პროექტ „საკვირაოს” ზამთრის სეზონი დასრულდა, რომელსაც „მზიურის კაფე” პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით, 10 კვირის განმავლობაში მასპინძლობდა.
პროექტი სპეციალურად ბავშვებისთვის შეიქმნა და მას საგანმანათლებლო დატვირთვა ჰქონდა. კერძოდ, ყოველ კვირა დღეს, პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მწერლებთან ერთად წაეკითხათ ზღაპრები, ჩართულიყვნენ დისკუსიებში და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
პატარებს პროექტის მონაწილე მწერლები: მარიამ წიკალური, პაატა პაპავა, ვასო გულეური და ლელა ცუცქერიძე მასპინძლობდნენ. „საკვირაო” პირველი პროექტი არ არის, რომელსაც განახლებული „მზიურის პარკი” თიბისი ბანკთან ერთად ახორციელებს. „ახალი მზიურის” პროექტის ფარგლებში,
სოციალური კაფისა და ამფითეატრის მშენებლობაც თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. (R)
სოციალური კაფისა და ამფითეატრის მშენებლობაც თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. (R)