ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, თავს იჩენს გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, საჭმლის მონელების მოშლა, უგუნებობა და ასე შემდეგ. უმეტეს წილად, ეს შეგრძნებები ალკოჰოლის მიღებიდან მეორე დღეს ვითარდება. მათთან ბრძოლა, მართლა რთულია, მაგრამ შესაძლებელი, კერძოდ:
თუ თავი გტკივათ და გული გერევათ, ნუ იჩქარებთ აბების დალევას. მედიკამენტების მიღება კი არ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, არამედ, პირიქით, გაგიუარესებთ.
თუ წინა დღეს ბევრი ალკოჰოლური სასმელი დალიეთ, მაშინ დილით ჯობს კუჭი თბილი წყლით გამოირეცხოთ. ერთ ჭიქა წყალს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა ან მარილი და დალიეთ. კუჭის გამორეცხვის შემდეგ, ერთი ჭიქა მაგარი ჩაი დალიეთ.
თუ ნაბახუსევზე თავი გტკივათ, მაგრამ გულისრევის შეგრძნება არ გაწუხებთ, მაშინ დილით დალიეთ მაგარი ყავა და მიაყოლეთ კარაქიანი პური.
არამც და არამც, ნაბახუსევზე არ დალიოთ სასმელი და არ ჭამოთ მსუყე, მწარე და ცხარე საკვები. უმჯობესია მსუბუქად დანაყრდეთ და ჩაი, ყავა და წვენები დალიოთ.
ავტორი