ნაბეღლავის საჯარო სკოლის მოსწავლე მირანდა ჯინჭარაძემ 2020 წლის „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. მეორე ადგილი – ასევე ნაბეღლავის საჯარო სკოლის VIII კლასელმა მარიამ ჩანტლაძემ, ხოლო მესამე ადგილზე ხევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე თორნიკე ანთიძე გავიდა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ჩოხატაურის მეორე ეტაპის ღონისძიება შუა ამაღლების საჯარო სკოლაში გაიმართა.
ჩოხატაურის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.