ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა, ოჯახის ექიმებიდან დაკომპლექტებული ჯგუფები ნაბეღლავის, ჩხაკაურას და ქვაბღას მოსახლეობას კორონავირუსზე ცრიან.
ჯიბუტის ინფორმაციით, მოსახლეობის ვაქცინაცია ვირტუალური კაბინეტით სხვა სოფლებშიც ჩატარდება.
[sexy_author_bio]