ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, სწორად გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
კუბილიუსი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოეხმაურა:
„მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოში – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ოპოზიციის ორი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს“.