უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე, ნადიმ ხმალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იბარებენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი”,– წერს ხმალაძე.
შეგახსენებთ, რომ მანამდე იმავე მუხლით თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლაშა ჭიღლაძეც გამოკითხეს.