მოზამბიკის დედაქალაქში ნაგავსაყრელი ჩამოიშალა და 5 სახლი ქვეშ მოიყოლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, სამძებრო სამუშაოების დასრულების შედეგად შესაძლებელია მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.